- “ზუგდიდელთა ჯანმრთელობის დაცვის კავშირი” 20 წლის გახდა. ის თავის რიგებში უკვე აერთიანებს ათასობით ზუგდიდელს. ასმათ ხუბულავა კავშირის თავმჯდომარე, „ზუგდიდელებს“ ესუბრება იმ სიახლეებზე, რომელსაც მისი ორგანიზაცია სთავაზობს ორგანიზაციის წევრებს:
-20 წლის წინ, საჯარო სკოლების დირექტორებმა, პედაგოგებმა, სკოლამდელი დაწესებულებების მუშაკებმა, ერთად, დავაფუძნეთ ორგანიზაცია “ზუგდიდელთა ჯანმრთელობის დაცვის კავშირის” სახელწოდებით, რომელსაც, მართალია, დღემდე, პედაგოგთა ორგანიზაციის სახელით მოიხსენიებენ, მაგრამ მისი სერვისებით სარგებლობს ნებისმიერი, ჩვენთან გაწევრიანებული ზუგდიდელი. ჩვენ, ამ წლების განმავლობაში, გთავაზობდით მაღალი სტანდარტების შესაბამის სამედიცინო მომსახურებებს. ასევე, ყველაზე დაბალ ფასში, საქართველოსა და საზღვარგარეთის კურორტებზე დასასვენებელ საგზურებს, სილამაზის სალონისა და ესთეთიკური ცენტრის მომსახურებას 40-50%-იანი ფასდაკლებით, სტომატოლოგიური კაბინეტის მომსახურებას (ყველა პროცედურაზე) 35-40%-იანი შეღავათით (მეტი გამჭვირვალობისთვის, წარმოგიდგენთ სპეციალური ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფასებს, რომლითაც სარგებლობთ თქვენ, ჩვენთან გაწევრიანებულები.)
წლებია, ვთანამშრომლობთ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებთან: დიაგნოსტიკურ ცენტრთან „ჯანმედი“, ამბულატორია „სანუსი“, “გიორგი ქვარცხავა“ – „ევიდენსი“, „კურაციო“, „ევექსის კლინიკები“, კლინიკა NLA.
საწევრო შემონატანი, რომელსაც დარეგისტრირების შემთხვევაში გადაიხდით, სიმბოლურია და თვეში ოჯახის ყველა წევრის სარგებლობის უფლებით შეადგენს მხოლოდ 3 ლარს, პედაგოგებისთვის კი – 2 ლარს.
დიდი ინტერესია სტომატოლოგოგიური მომსახურებისადმი, სადაც ჩვენი მონაწილეობით ვმუშაობთ ძალიან დაბალი ფასებით. მაგალითად: 1). კბილის ამოღება, ანუ ექსტრაქცია 15 ლარი; 2. ჰელიო პლომბი (ბჟენი) ნერვის მოკვლით 40-50 ლარი; 3). კერამიკის კბილის ჩასმა-65 ლარი (გერმანული ხარისხი); 4.) კბილების გაწმენდა – გაპრიალება 38 ლარი; სილამაზის სალონში კი: თმის შეჭრა – 5ლარი; თმის დავარცხნა – 5ლარი ; შეღებვა – 5ლარი; ესთეტიკური მედიცინის ცენტრში სახის ფილერები იწყება 250 ლარიდან. ბოტოქსი 4 ლარიდან, დატენიანება 80 ლარიდან.
დაწვრილებით ჩვენს პროგრამას შეიძლება ადგილზე გაეცნოთ. გვესტუმრეთ ოფისში, ზუგდიდი, მეუნარგიას ქ. 7. რესტორან დიარონის გვერდზე. ან დაგვირეკეთ ტელეფონზე: 593 56 58 01.