არ გამოტოვო AI საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია


ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება და ზოგადად, AI პროფესიონალების ახალი თაობის აღზრდა, AI ოლიმპიადის მოსამზადებელი კურსის მთავარი მიზნებია. კურსის ფარგლებში, მე-9-დან მე-12 კლასის მოსწავლეები, შეძლებენ სრულიად უფასოდ, ონლაინ რეჟიმში შეისწავლონ ხელოვნური ინტელექტი ნულიდან – პროფესიულ დონემდე.

საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, მოსწავლეები შეისწავლიან პროგრამირების, წრფივი ალგებრის, კალკულუსის და კლასიკური მანქანური სწავლების საწყისებს. ასევე აქცენტი გაკეთდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა – ნეირონული ქსელები, კომპიუტერული ხედვა, ბუნებრივი ენის დამუშავება. საოლიმპიადო კურსი პრაქტიკულ დავალებებზე მუშაობაზე იქნება ორიენტირებული.

კურსი ხელმისაწვდომია ორ ფორმატში:

  1. დამოუკიდებლად – ყველა ლექცია ხელმისაწვდომი იქნება YouTube-ზე. დისქორდის სერვერზე გაწევრიანების შემდეგ კი წვდომა გექნება კურსის ლექციებზე, მასალებზე, დავალებებზე და შეძლებ დასვა კითხვები და მიიღო პასუხები კურსის სხვა მონაწილეებისგან და ლექტორებისგან
  2. საოლიმპიადო ლაივ ფორმატში – საოლიმპიადო ფორმატში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ Google Meet-ით დაესწრონ ლექციებს რეალურ დროში, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები ლაივ ფორმატში.

საოლიმპიადო ფორმატში მონაწილეობისთვის უნდა გაიარო ტესტირებარომელიც შეეხება ლოგიკის, მათემატიკის, სტატისტიკის, ალბათობისა და პროგრამირების საფუძვლებს. 

არ გადადო, რეგისტრაციების დასრულებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, დარეგისტრირდი ბმულზე.

თიბისი განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის და ახალგაზრდებს, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, მათ სხვადასხვა მიმართულებით განათლების პროგრამებს სთავაზობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!