აირჩიეს მერიის ორი კომისიის წევრობის კანდიდატები


დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს 2017 წელს განხორციელებული სოციალური პროგრამების შესახებ. მათი თქმით, პროგრამები წარმატებული გამოდგა და ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა. დღევანდელ შეხვედრაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, ფარული კენჭისყრით, გამოავლინეს ოთხი კანდიდატი, რომელიც მერიის სოციალური  პროგრამების კომისიის წევრები იქნებიან.  „უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის  პროგრამისთვის“ კომისიის წევრებად არჩეულ იქნა ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ წარმომადგენელი ანა ქოჩუა და სამოქალაქო აქტივისტი როსტმომ ზარანდია. რაც შეეხება, მეორე პროგრამას, „სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ კომისიისთვის, არჩეულ იქნა თამარ დაგარგულია და ასოციაცია „მერკურის“ ხელმძღვანელი ნანა თოდუა. დღევანდელ შეხვედრაზე, მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს 2017 წელს განხორციელებული სოციალური პროგრამების შესახებ. მათი თქმით, პროგრამები წარმატებული გამოდგა და ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა. მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ პროგრამებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან განკუთვნილია 700 ათასი ლარი. „ამ თანხით ავაშენებთ 30 სახლს და 20 „თბილ ოთახს“ გავარემონტებთ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!