მესამე საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალზე “არტ-კოლხი” (ფესტივალის ორგანიზატორები: ნინო მამფორია და რომეო ბულია) მონაწილეობდნენ სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლები და სოლო შემსრულებლები:. ,,არტ-კოლხი’’-ის სპეციალური პრიზი გადაეცა: სასახლის ანსამბლებს ,,მტრედებს’’ (ხელმძღვანელი გურგენ სამუშია) და ,,იგრიკას’’ (ხელმძღვანელი ელგუჯა მამალაძე), სტუდია ,,რიბი რაბოსა’’ და ანსამბლ ,,გინცის’’ წევრებს:
I – ადგილი ლიზი ვაშაკიძე, (ნომინაცია საესტრადო ვოკალი – II კატეგორია), გიორგი ჩოკორაია (ნომინაცია საესტრადო ვოკალი -I კატეგორია), აკო გვარამია (ნომინაცია საესტრადო ვოკალი – I კატეგორია).
II- ადგილი: ნია ჯიქია (ნომინაცია ყველაზე პატარა მონაწილე), ნიკოლოზ აბსანძე (ნომინაცია საესტრადო ვოკალი – II კატეგორია), ქეთა ჯიქია (ნომინაცია საესტრადო ვოკალი II კატეგორია).
III- ადგილი: ქეთა ჯიქია და თაკო კვარაცხელია (ნომინაცია საესტრადო ანსამბლი), გიორგი მოსიძე და ლიზი გონაძე (საესტრადო ვოკალი I კატეგორია).