არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 14 და 16 ივნისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით


14 არასამთავრობო ორგანიზაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საზოგადოება და ბანკები, მედიის განვითარების ფონდი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საფარი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია,  კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი და საქართველოს გაეროს ასოციაცია განცხადებას ავრცელებენ 14 და 16 ივნისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით:

“ხელმომწერი ორგანიზაციები სოლიდარობას ვუცხადებთ “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს და ლგბტ+ აქტივისტებს, რომელთა გამოხატვის თავისუფლება უხეშად შეიზღუდა ძალადობრივი ჯგუფების მიერ 14 ივნისს მთავრობის კანცელარიის მიმდებარედ. მოვუწოდებთ, სამართალდამცავ ორგანოებს გაატარონ ყველა საჭირო ზომა, ერთი მხრივ მოძალადეთა სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისათვის, მეორე მხრივ კი “თბილისი პრაიდის” კვირეულის მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!