ანტარქტიდაზე სისხლისფერი თოვლი და ყინული დააფიქსირეს


  • რამდენიმე კვირის წინ, ანტარქტიდაზე, უკრაინის ვერდანსკის კვლევითი ბაზის მეცნიერები უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდნენ — სადგურის მიდამოებში თოვლი სისხლისფრად შეიღება.

ფოტოები იმდენად შემზარავია, რომ უცბად შეიძლება იფიქროთ, თითქოს იქ პინგვინების ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობდა. თუმცა, რეალური მიზეზი გაცილებით ნაკლებად დრამატულია, მაგრამ არც ისე კარგი რამის მომასწავებელია.

უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზღვაო ეკოლოგმა ანდრეი ზოტოვმა ფოტოები ანტარქტიკულ სადგურზე მიმდინარე კვლევისას გადაიღო. ამ დრამატულ სანახაობაში დანმაშავე წარმოუდგენლად ციცქნა არსებაა.

„ჩვენმა მეცნიერებმა მიკროსკოპული კვლევებით დაადგინეს, რომ თოვლში მიკროორგანიზმი Chlamydomonas nivalis-ი გავრცელდა“, — წერს უკრაინის ეროვნული ანტარქტიკული სამეცნიერო ცენტრი „ფეისბუკზე“.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!