ანსამბლმა „გინცი“ გრანპრი მოიპოვა


  • ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, მუსიკალურ- თეატრალური სტუდია „რიბირაბოს“ ანსამბლი „გინცი“ ჩეხეთში, ქ. კარლოვი ვარში საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე იმყოფებოდა. ანსამბლი „გინცი“ ფესტივალ „სულიკო 2025“-ზე საქართველოს სახელით წარსდგა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანსამბლმა „გინცი“ უმაღლესი ჯილდო გრანპრი მოიპოვა.

ინდივიუალურმა შემსრულებლემა სხვადასხვა კატეგორიაში დაიკავეს შემდეგი ადგილები:

ანდრია ესებუა ,ბარბარე მესხია და ერეკლე კოდუა – პირველი ადგილი.

ანანო აბლოთია, ლილე ღვინჯილია, ზურაბ ზარანდია, მარიამ ჩილაჩავა – მეორე ადგილი.

ანამარია მიქავა, ანდრია ლაგვილავა – მესამე ადგილი.

სასახლის ცნობით, დომინიკო მატუცი, რომელიც ჟიურის წევრი გახლდათ იტალიიდან ყველასათვის მოულოდნელი განაცხადება გააჟღერა, მან ანსამბლ „გინცის“ სოლისტი ბარბარე მესხია იტალიაში საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვია. ხოლო, ხელმძღვანელს, ნინო მამფორიას ფესტივალის სპეციალური პრიზი გადაეცა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 31 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!