ანიმეს ფესტივალი ზუგდიდსა და მესტიაში


ზუგდიდსა და მესტიაში იაპონიის საელჩო, იაპონიის ფონდის მხარდაჭერით, 25-26 სექტემბერს იაპონური ანიმეს  ფესტივალს ატარებს. ზუგდიდში ფესტივალი 25 სექტემბერს 15 საათზე ჯი-ჯი გიმნაზიაში გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ცნობილი იაპონელი რეჟისორის, მაკოტო შინკაის ანიმე „სიტყვების ბაღი“ (+12).16:00 საათზე კი ნაჩვენები იქნება ასევე ცნობილი იაპონელი რეჟისორის, იასუჰირო იოშიურას ანიმე „ივის დრო“. 26 სექტემბერს, ანიმეს ფესტივალი გადაინაცვლებს მესტიაში,  სადაც სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზუმში 15:00 საათზე ნაჩვენები იქნება „სიტყვების ბაღი“ (+12), ხოლო 16:00 საათზე „ივ’ის დრო“. ყველა ფილმი წარმოდგენილია იაპონურ ენაზე თანდართული ქართული სუბტიტრებით. დასწრება თავისუფალია. რეგიონში პროექტის მხარდამჭერია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, მესტიის გამგეობა და ჯი-ჯი გიმნაზია.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!