ანიმაციური, ოსკაროსანი ფილმი მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში


ზუგდიდის მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბმა “სარკმელი”, სასახლის მცირე დარბაზში მოსწავლეებს უჩვენეს ოსკაროსანი ანიმაციური ფილმი “კოკო”. ფილმის ჩვენებამდე, “სარკმელელებმა”, მაყურებლებს, გააცნეს ფილმის შემქმნელების ბიოგრაფია,–თუ ვინ იყვნენ ფილმის სცენარის, მუსიკის ავტორები, ვინ იყვნენ ანიმატორები, მხატვრები, გამხმოვანებლები. ფილმის ჩვენების შემდეგ კი, გაიმართა მისი განხილვა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=cAK5Tk2P-Vo[/embedyt]

ახალგაზრდებს მოსწონთ ფილმის შემქმნელებზე ინფორმაციების მოძიება, შემდეგ ჩვენება ბოლოს კი,–განხილვა. ამბობენ, რომ ეს ძალიან სასამოვნო პროცესია მათთვის.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=0rsuhAsTcNg[/embedyt]

ზუგდიდის მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში დაფუძნდა ფილმის დღე, სადაც სასახლის აღსაზრდელები, მეგობრებთან, მშობლებთან და ხშირად მასწავლებლებთან ერთად ესწრებიან ფილმის ჩვენებას და განიხილავენ მას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!