ანდრეა ბოჩელი აღდგომას მილანის ცარიელ ეკლესიაში კონცერტს გამართავს


  • კათოლიკური სამყარო აღდგომის დღესასწაულს 12 აპრილს ზეიმობს. ამ დღეს, იტალიელი ოპერის მომღერალი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტენორი ანდრეა ბოჩელი მილანის საკათედრო ტაძარში იმღერებს.

კონცერტი ცარიელ ეკლესიაში გაიმართება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მისი მიზანია შეახსენოს იტალიის მოქალაქეებში სიყვარულის, იმედისა და მძიმე პერიოდიდან თავის დაღწევის მნიშვნელობა.

ბოჩელს აკომპანიმენტს ეკლესიის ორღანისტი, ემანუელ ვიანელი გაუწევს. კონცერტის პრემიერა ბოჩელის იუთუბ არხზე 12 აპრილს შედგება.

“ჩემთვის დიდი პატივია ეს მოწვევა და მიხარია, რომ დავთანხმდი. მე მჯერა ერთად ლოცვის ძალის. მჯერა ქრისტიანული აღდგომის, როგორც თავიდან დაბადების უნივერსალური სიმბოლოსი. ეს კი ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება”, — განაცხადა მუსიკოსმა.

მუსიკა იმედისთვის — ასე ერქმევა ბოჩელის სააღდგომო კონცერტს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!