ანდრეა ბოჩელიმ მილანის ცარიელ ტაძარში სააღდგომო სოლო კონცერტი გამართა


  • იტალიელმა ტენორმა, ანდრეა ბოჩელიმ მილანის ცარიელ ტაძარში სააღდგომო სოლო კონცერტი გამართა, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 22 მილიონმა ადამიანმა უყურა. კონცერტი, სახელწოდებით „იმედის ნოტები“ „იუთუბის“ არხზე გადაიცემოდა, სადაც ბოჩელიმ ოთხი სიმღერა შეასრულა.

„მუსიკის წყალობით, რომელიც პირდაპირში გადაიცემოდა, მილიონობით ადამიანმა ერთმანეთს ხელი ჩასჭიდა. ამ გზით, ჩვენ დედამიწის მფეთქავ დაჭრილ გულს გულში ვიკრავთ“, – განაცხადა ბოჩელიმ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

11 − 4 =

Akismet ანტისპამი