ანა წითლიძე შიმშილობას აგრძელებს


  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მისი მოთხოვნები უცვლელია და შიმშილობას აგრძელებს.

“დღევანდელი გადმოსახედიდან, ზვიად გამსახურდიას ყველაზე სასტიკი მოწინააღმდეგეებისთვისაც კი, გამსახურდიას შეცნობა და რიტორიკა არ ღირდა იმად, რა ჯოჯოხეთიც გაიარა ქვეყანამ. ამიტომაც, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე, იმაზე, რომ რა სიძულვილშიც გვაცხოვრებენ და სააკაშვილის მიმართ ანგარიშსწორება არის ის, რისიც აუცილებლად შერცხვებათ. ჩემი მოთხოვნები არ იცვლება – გადაარჩინონ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე, ვაგრძელებ პროტესტის ამ ფორმას“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანა წითლიძემ.

ინფორმაციისთვის: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა 15 დეკემბერს გამოაცხადეს შიმშილობა. მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმების რეკომენდაციით შიმშილობა შეწყვიტეს აბდულა ისმაილოვმა, თემურ ჯანაშიამ და დავით კირკიტაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!