- ენმ-ის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ, პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ზუგდიდის ყველა უბანში დავალება არის გაცემული, რომ მოაწყონ უბნებში შიგნით პროვოცირება.
ანა წითლიძემ, მოუწოდა ენმ-ის კომისიის წევრებს, წარმომადგენელს და დამკვირვებლებს, იბრძოლონ თითოეული ხმისთვის, მაგრამ იბრძოლონ მშვიდად, წყნარად ისე, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოახერხოს მასიურად უბნებიდან მათი გამოძევება.