ანა წითლიძე “ენგურჰესის” დირექტორს ბრალს სდებს


  • პარლამენტის წევრმა, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე საინფორმაციო პორტალი zugdidelebi.ge არ იყო მიწვეული.

მედიის ინფორმაციით ბრიფინგზე, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ აქვთ მტკიცებულებები თუ როგორ ავალებს ენგურჰესის დირექტორი დევნილებს პირადობის მოწმობების ჩაბარებას და როგორ აწარმოებს მოლაპარაკებას ოკუპანტებთან, ენგურის ხიდის ჩაკეტვის თაობაზე.

მედიის ინფორმაციით, ანა წითლიძე ამბობს: “ჩვენ ვიცით ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ პირადობების მოწმობების ჩამორთმევის პროცესში და ასრულებენ უკანონო დავალებებს. ერთ-ერთი მათგანი არის ლევან მებონია, ენგურჰესის დირექტორი, რომელიც შემჩნეულია ორ დანაშაულებრივ ქმედებაში. პირველი – ლევან მებონიას დავალება აქვს, რომ ენგურჰესის თანამშრომელთა უმეტესობას, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი, ჩამოართვას პირადობის მოწმობები, რათა მათ ვერ შეძლონ არჩევნების დღეს უბნებზე მისვლა და ხმის მიცემა. მეორე, უფრო მძიმე დანაშაული – ლევან მებონია არის მთავარი მომლაპარაკებელი რუს ოკუპანტებთან, რომ 24, 25 და 26 ოქტომბერს დაიკეტოს ენგურის ხიდი, რომ დევნილებს – საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიიდან, არ მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, როგორ ავალებს ლევან მებონია ენგურჰესის თანამშრომლებს პირადობის მოწმობების ჩაბარებას, ასევე, გვაქვს მტკიცებულებები და უკვე გადავეცით საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ყველა სადამკვირვებლო მისიას, რომელიც არის რეგიონში, როგორ აწარმოებს ლევან მებონია მოლაპარაკებას რუს ოკუპანტებთან”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!