ანა წითლიძე: “არაუშავს, ცხრა თითითაც ვიბრძოლებ”


  • საკრებულოში, საპროესტო აქციაზე, წინააღმდეგობისას, ანა წითლიძეს ხელის თითი დაუზიანდა.

დღევანდელი საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2017 წლის საკრებულოს წევრებმა ბიუჯეტი მიიღეს, დარბაზში მყოფი ახალი მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები, რომლებიც ცდილობდნენ 2022 წლის ბიუჯეტის მიღებისთვის ხელი შეეშალათ იძულებითი წესით გაიყვანეს სხდომათა დარბაზიდან.

ამ ჭიდილში, პარლამენტის და ენმ-ს წევრს ანა წითლიძეს, როგორც თვითონ უთხრა “ზუგდიდელებს”, პოლიციელებმა ხელის თითი დაუზიანეს და აქვს მოტეხილობა. ჩვენი ჟურნალისტი მას იმ წუთებში შეხვდა, როცა დეპუტატი ქალაქის ერთ-ერთ კლინიკას ესტუმრა. როგორც ანა წითლიძე ამბობს, მას თითი ამ ეტაპზე, ფიქსატორით დაუფიქსირეს და ორ თვეში გაუკეთდება ოპერაცია.

ანა წითლიძე თავის ფეისბუქგვერდზე წერს: “არაუშავს, ცხრა თითითაც ვიბრძოლებ”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!