დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ ბრიფინგი გამართა გულუას პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. მან ჟურნალისტებთან განაცხადა:
„28 თებერვალს, ზუგდიდის მერიაში, მერიის მაღალჩინოსნების ორგანიზებით, სააქციო საზოგადოება „ზუგდიდი სითიმ“ გამართა ამ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პრეზენტაცია. პირველ რიგში, ზუგდიდის მერიამ დაარღვია კანონი, როდესაც აუქციონის გვერდის ავლით, უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა ერთი კონკრეტული კომპანია, ისე, რომ არ განიხილა სხვა კომპანიების წინადადება, გარდა ამისა, ჩვენს მიერ მოკვლეული მასალებიდან ჩანს, რომ ეს სააქციო საზოგადოება „ზუგდიდი სითი“ რომელსაც აუქციონის გვერდის ავლით უნდა გადაეცეს მუნიციპალური საკუთრებას ეს მიწა, დარეგისტრირდა მხოლოდ 2018 წლის 12 თებერვალს, ორი კვირით ადრე პრეზენტაციამდე, მას არანაირი კაპიტალი, აქტივობა არ გააჩნია. ეს არის პირდაპირი კორუფციული გარიგება, რომელშიც მონაწილეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ზუგდიდის ვიცე-მერი გია გულორდავა. ძალიან ცუდია, როდესაც მუნიციპალური საკუთრების მიწას, სწორედ მათი პირადი ინტერესების გამო აძლევენ ამ კონკრეტულ კომპანიას, რომელიც ორი კვირაა, რაც დარეგისტრიდა და გაუგებარია შესძლებს თუ არა ვალდებულებების შესრულებას“. დეპუტატმა ჟურნალისტებს წარუდგინა კორუფციული გარიგების და მასში მონაწილე პირების სქემა. წითლიძის ინფორმაციით, „ზუგდიდის სითის“ მფლობელი არის ვინმე სალომე ჯალაღონია, თუმცა მისი თქმით, სალომე ჯალაღონია სააქციო საზოგადოების ფიქტიური მფლობელია მისი რეალური მფლობელი არის მამამისი გოჩა ჯალაღონია, რუსეთში მოღვაწე ბინზესმენი, რომელიც დაკავშირებულია ვიცე მერთან გია გულორდავასთან და მხარის გუბერნატორ ლევან შონიასთან. „გუბერნატორის და ვიცე- მერის პირადი ინტერესის გამო მუნიციპალური საკუთრების მიწას ქალაქის მერია, აპირებს, გადასცეს ყოველგავარი აუქციონის გარეშე პირდაპირი მოლაპარაკებით გამოიტანოს საკრებულოში.“ წითლიძე ამბობს, რომ ამ ფირმის ოფიციალური წარმომადგენელი არის ირაკლი გვილია, რომელიც წარმოადგენს ფირმას ოფიციალურ მოლაპარაკებებში. „ენმ“ ითხოვს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან და საკრებულოსგან, უარი თქვან კორუფციულ გარიგებაზე. „თუ ის აპირებს გაასხვისოს ეს მიწა, მაშინ კანონის შესაბამისად, აუქციონის წესით უნდა გააკეთოს და ერთ პირთან მოლაპარაკებით, რადგან არ შეიძლება ზუდიდელების საკუთრება მხოლოდ იმის გამო, რომ აქ სამგრელოს გუბერნატორი შონიას და ვიცე მერის გულორდავას პირადი ინტერესები მიეცეს ამ კომპანიას“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=IDmOfBt0KaU[/embedyt]
ანა წითლძის ბრალდებებს უპასუხეს სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნიაში. მხარის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: ანა წითლიძის მიერ გაკეთებული განცხადება უსაფუძვლოა. მედიასთან წითლიძის მიერ გაკეთებული კომენტარი, თითქოსდა გუბერნატორის და ადგილობრივი ხელისუფლების მეგობარია ვინმე გოჩა ჯალაღონია, არ შეესაბამება სიმართლეს, მეტიც გოჩა ჯალაღონიას სამხარეო რწმუნებული საერთოდ არ იცნობს. რაც შეეხება ნიკოლაძის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე მრავლფუნქციური კომპლექსის მშენებლობის შესახებ პროექტს, ეს პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ამ დრომდე არ შემოსულა. განვმარტავთ, რომ მას შემდეგ, რაც ამა თუ იმ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტს მერია და ჩვენი ადმინისტრაცია დასტურს მისცემს, ეგზავნება ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც აცხადებს აუქციონს ან კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით იჯარით აძლევს მიწას ინვესტორს.
წითლიძის განცადებას უარყოფენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლის მიერ გავრცელებულ განცახდებაში ნათქვამია: “ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე მრავლფუნქციური კომპლექსის მშენებლობის შესახებ პროექტით ინვესტორი ზუგდიდის მერიაში ორი კვირის წინ შემოვიდა. თუმცა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან აღნიშნული პროექტი გაცნობითი ხასიათის იყო, რაზეც მუნიციპალიტეტს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ამასთან მუნიციპალიტეტი, ასევე მზად არის ნებისმიერი ინვესტორისგან მიიღოს მსგავსი ტიპის და ხასიათის წინადადებები და განცხადებები. აღნიშნული წინადადებების მოწონების შემდეგ ინვესტორი ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს, რომელიც წყვეტს კონკრეტულ ფართზე აუქციონს გამოაცხადებს თუ საინვესტიციო ვალდებულებებით იჯარით გადასცემს ინვესტორს. რაც შეხება ანა წითლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ვინმე გოჩა ჯალაღონიასთან თანამდებობის პირების მეგობრულ ურთიერთობებზე, არ შეესაბამება სიმართეს. გოჩა ჯალაღონიას ზუგდიდის ვიცე მერი საერთოდ არ იცნობს. ანა წითლიძის განცხადებები არასახელმწიფოებრივია, ის კონკრეტული ინვესტიციის და ქალაქის განვითარების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს”.