- ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა. ამის შესახებ დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
დოლიძის განმარტებით, პრეზიდენტს განცხადებით დღესვე მიმართავს და მას გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს.
ანა დოლიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 2018 წლის 8 იანვარს დაინიშნა.