- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.
სამუშაო პროცესის მიმდინარეობას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილესთან, მაიზერ ნანავასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
როგორც ზუგდიდის მერმა განაცხადა, ძლიერმა შტორმმა, სანაპირო ზოლის დაბინძურება გამოიწვია. გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში დასრულდება. ასევე, მადლობა გადაუხადა, ნაპირსამაგრი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას, პროცესში ჩართვისთვის.
გაწმენდით სამუშაოებს ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრი” და ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავება” ახორციელებს.
ცნობისთვის, უხვმა ნალექმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გარკვეული სახის პრობლემები შექმნა და აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.