- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანაკლია განმუხურის საკარანტინო სივრცეში Covid-19- ზე გამოიკვლიეს 46 ადამიანი, აქედან 3 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
“ანაკლია განმუხურის საკარანტინო სივრცეში გამოიკვლიეს 46 ადამიანი, აქედან 3 დაუდასტურდა, 2 ველოდებით კვლევაზეა და 41 უარყოფითია. დადასტურებული სამი უკაჳშირდება თეთრიწყაროს კლასტერს. დადასტურებულიდან 60-70 წლის ასაკობრივი ჯგუფია ორი (ქალი და მამაკაცი) და ისინი არიან ოჯახის წევრები, მესამე კი არის 25 წლის ქალბატონი. შემოიყვანეს პირველ მაისს და დღეს უწევდათ გასვლა, მანამდე კი ანალიზებს უღებენ და სწორედ აქ გამოჩნდა”,-ნათქვამია მედიისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში.
კოვიდ 19-ით ინფიცირებულები რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.