ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ინფექციურ საავადმყოფოში ორსული ქალი შეიყვანეს


  • ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ, ორსული ქალი შემოიყვანეს ანაკლიის საკარანტინო ზონიდან, რომელსაც ცხელება და ხველა აღენიშნება.

ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად, მიმდინარეობს პაციენტის კვლევა. საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. ცნობისთვის, ორსული ქალბატონი იმ სპორტსმენის კლასტერია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა”,-ნათქვამია მედიისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის, ინფექციურ საავადმყოფოში სულ ოთხი პაციენტი იმყოფება. მათ შორის არიან ორი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, გალის რაიონიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!