ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებისთვის საერთაშორისო ტენდერი ისევ გამოცხადდა


  • შპს “ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ ანაკლიის ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (Design & Build) საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის მიზნით აცხადებს საერთაშორისო ტენდერს მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურებით. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

“საზედამხედველო მომსახურება მოიცავს ანაკლიის ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (Design & Build) განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ გასაწევი სამუშაოების ზედამხედველობას.

ინტერესთა გამოხატვის დეტალური პირობები, ინგლისურ ენაზე განთავსებულია ბმულზე:

https://drive.google.com/drive/folders/1DdugCzekjBAI-OLtk5Bvc5p1UxCs6fuy?usp=sharing

დაინტერესებულმა კომპანიებმა ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბამბის რიგი N7/ზვიად გამსახურდიას სანაპირო N6,
ელ-ფოსტა: zsichinava@asp.gov.ge (ზურაბ სიჭინავა, შპს “ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი).

ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადაა 2024 წლის 4 დეკემბერი.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!