“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” განცხადებას ავრცელებს


“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” განცხადებით, ისინი აგრძელებენ ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას პროექტთან დაკავშირებულ ყველა მხარესთან, მათ შორის სამინისტროსთან, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად. ამის შესახებ ინფორმაცია ანაკლიის პორტის ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა.

“კონსორციუმმა ცოტა ხნის წინ წარუდგინა სამინისტროს ორი მსხვილი საერთაშორისო ინვესტორი, რომელთაც, უკვე გაცხადებულ ინვესტორებთან – ამერიკულ SSA Marine-თან და ქართულ “თიბისიეიჩ ანაკლიასთან” ერთად, პოტენციურად შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა კონსორციუმის გაძლიერებაში.კონსორციუმი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით დაწყებული კომუნიკაციის ლოგიკური გაგრძელება იქნება, თუ სამინისტრო ოფიციალური წერილებით დაუდასტურებს ზემოხსენებულ პოტენციურ ინვესტორებს, რომ მათ მიესალმებიან პროექტში და ექნებათ სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. უკვე დროა, ყველა დაინტერესებულმა და ჩართულმა მხარემ გააერთიანოს ძალები, რათა ეს სტრატეგიული პროექტი წარმატებით განხორციელდეს. კონსორციუმი მიესალმება სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ყველა პოზიტიურ ნაბიჯს, რამაც შეიძლება ბიძგი მისცეს პროექტის შემდგომ სწრაფ განვითარებას – საქართველოს ზოგადი საერთო წარმატებისთვის“, – აღნიშნულია “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!