ანაკლიელი მეთევზე ნუგზარ გაბელია, ამბობს, რომ მისი და მისი თანასოფლელების ძირითადი შემოსავალი მეთევზეობაა, რომელსაც ისინი მისდევენ მხოლოდ გარკვეული თვეების განმავლობაში, მაგრამ ამ ბოლო დროს, სირთულეს უქმნით ლიცენზია, რომელსაც მათგან სახელმწიფო ითხოვს თევზჭერის საწარმოებლად. სხვა შემთხვევაში, მათ არ აქვთ უფლება შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, როგორც ამას აკეთებენ დიდი გემები და თურქული კომპანიები. ანაკლიელ მეთევზეებს შეუძლიათ, მხოლოდ სანაპიროდან 300-400 მეტრის დაშორებით ითევზაონ. თევზჭერის ლიზენზიის მიღება რამდენიმე ათას ლართანაა დაკავშირებული. რისი შესაძლებლობაც მათ არ გააჩნიათ. გაბელია და სხვა ანაკლიელი მეთევზეები ითხოვენ სახელმწიფოსაგან გაგებით მოეკიდონ მათ მდგომარეობას.
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ზუგდიდის ოფისმა ადგილზე, ანაკლიაში შეისწავლა ადგილობრივი მეთევზეების მდგომარეობა, პრობლემები და მოთხოვნები. ორგანოზაციის წარმომადგენელი არჩილ თოდუა, დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენთრში გამართულ შეხვედრაზე აცხადებს. რომ მეთევზეებს აქვთ რთული სალიცენზიო პირობები, ლიცენზიის მაღალი ღირებულება, შეზღუდული სათევზაო არეალი, არ აქვთ თევზჭერისათვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, აქვთ სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაციის პრობლება და ასევე ლიცენზირებულ კომპანიებთან კონკურენციის გაწევის სირთულე. სწორედ ამ თემების მოგვარებაზე უნდა იფიქროს სახელმწიფომ. მცირე მეწარმეებისათვის უნდა დაწესდეს ზღვარი, რომ ხელმისაწვდომი გახდეს ლიცენზიის მიღება და მოწესრიგდეს ის პრობლემები, რომელიც ანაკლიაში ადგილობრივ მეთევზეებს აქვთ დღეს.