- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 ივნისის მონაცემებით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 97 პირი იმყოფება.
რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 31 პირია. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1993 პირზე.
ამავე ინფორმაციით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.