- შტორმმა და წყალდიდობის შედეგად ადიდებულმა მდინარე ენგურმა პრობლემები შექმნა ანაკლიაში ენგურის შესართავთან, მდინარემ არსებული ნაპირსამაგრი გაანგრია.
ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა, სამუშაოები ანაკლიაში დილიდან განახლდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხდება დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რათა მდინარემ სანაპირო ზოლზე პრობლემები არ შექმნას, ამავდროულად მოხდება პრობლემის ძირეული აღმოფხვრა და კონსტრუქციული ნაპირსამაგრის მშენებლობა.
არსებულ ვითარებას ადგილზე ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკვა გაეცნენ და განსახორციელებელი სამუშაოები ადგილზე დაგეგმეს.