- დღეს, ანაკლიაში ფესტივალი „მომავლის ხმები“ გაიხსნა. ფესტივალი ორ ეტაპად ჩატარდება და მასში მონაწილეობას ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების 250-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს.
ანაკლიაში სალოტბარო სკოლების ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.