ანაკლიაში ფესტივალ „კაზანტიპის“ მოწინააღმდეგე სასულიერო პირები წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში უკვე მეორედ აღავლენენ ერთობლივ პარაკლისს და მრევლს გაძლიერებული ლოცვისაკენ მოუწოდებენ. წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში პარაკლისზე დასასწრებად სინოდის წევრებიც ჩავიდნენ. იქ იმყოფებიან საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, ქორეპისკოპოსი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა.