ანაკლიაში, დგებუაძის ქუჩელები, გზის სრულად შეკეთებას ითხოვენ


  • დღეს, ანაკლიაში, დგებუაძის ქუჩის მცხოვრებლებმა გზის შეკეთების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროექტით გათვალისწინებული 1 800 მეტრის ნაცვლად, კომპანია მხოლოდ 520 მეტრის რეაბილიტაციას გეგმავს. ადგილობრივები გზის სავალი ნაწილის სრულად შეკეთებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაშიკი, ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

ადგილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებიც მივიდნენ. როგორც  “ბილდინგ გრუპ 17”-ის წარმომადგენელი ზაზა ანთია განმარტავს, გზის შეკეთება რამდენიმე ნაწილად განხორციელდება, პირველ ეტაპზე კი, მათ მიერ მხოლოდ 520 მეტრის რეაბილიტაცია მოხდება.

საკითხთან დაკავშირებით, ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ ქუჩაზე ამჟამად, პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდგომაც მეორე ეტაპის სამუშაოები განხორციელდება.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!