“ზუგდიდელები.გე”-ეს წყაროს ცნობით, ზუგდიდის “ცენტრალურის სუპერმარკეთის ” ტერიტორიაზე, ამ საღამოს, დაგეგმილია რკინის კონსტრუქციის აჭრა. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.აქვე იმყოფება მერიის ზედამხედველობის სამსახური. აქვე არის რამდენიმე მოვაჭრე, ისინი ესაუბრებიან ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ნუკრი ესართიას.
პარასკევს, მერიაში შეიკრიბა ბაზრის თემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისია, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამი დღის ვადაში მოხდება კონსტრუქციების დემონტაჟი.
“ზუგდიდელები.გე”-ის კორესპონდენტი იმყოფება მოვლენის ადგილზე და პერიოდულად მოგვაწოდებს ინფორმაციას, როგორ განვითარდება სიტუაცია.