“ამ დღეს ტყვია ესროლეს საქართველოს”


დღეს, ზუგდიდელების გარკვეული ნაწილი ზვიად გამსახურდიას ძეგლთან შეიკრიბა. მათ გაიხსენეს  1991 წლის 22 დეკემბერი, სწორედ ამ დღეს დაიწყო საქართველოში სამოქალაქო ომი და მოხდა მაშინდელი ხელისუფლების დამხობა – პუტჩი. ამ დღეს ძმის ბრმა ტყვიას შეეწირა ორი ზუგდიდელიც.

„არ არის საქართველოში ოჯახი, რომელმაც არ იცოდეს რა სიავემ დაიდო სათავე 22 დეკემბერს. ამ დღეს ტყვია ესროლეს საქართველოს, საფუძველი დაუდეს ქვეყნის დაქუცმაცებას, დაამხეს კანონიერი ხელისუფლება. ეს ის მწარე რეალობაა, რომელიც არასდროს არ უნდა დაბრუნდეს“- განაცხადეს შეკრების ინიციატორებმა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!