ამირან გამყრელიძე: “როცა ორ ადამიანს პირბადე უკეთია და მათგან ერთი ინფიცირებულია, გადადების შანსი ერთ პროცენტზე ნაკლებია”


  • გთხოვთ, ტელევიზიები, მედია მოგვეხმარეთ, ადამიანებამდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია, რომ როცა ორ ადამიანს პირბადე უკეთია და მათგან ერთი ინფიცირებულია, გადადების შანსი ერთ პროცენტზე ნაკლებია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ამიტომ ეს ყველაზე უფრო მძლავრი იარაღია კოვიდ პანდემიასთან საბრძოლველად. ამიტომ ისევ ვიმეორებ: პირბადე, დისტანცია და ხელების ხშირი დამუშავება. თუ ამ წესებს დავიცავთ, დამერწმუნეთ, შევაკავებთ ინფექციას და არ მივცემთ მას საშუალებას, გადავიდეს ფართომასშტაბიან ეპიდემიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ზრდა გვაქვს, მაგრამ პროცესი მართვადია. თქვენ, როგორც მეოთხე ხელისუფლებას სწორი ინფორმაცია მიაქვს საზოგადოებასთან, ამიტომ თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ გთხოვთ და მოგიწოდებთ, პირბადესთან დაკავშირებით სერიოზული საზოგადოებრივი მოძრაობა იყოს ქვეყანაში, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე“, – მიმართა გამყრელიძემ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ინფორმაციისთვის, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3913 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1574 პირი გამოჯანმრთელდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!