ამირან გამყრელიძე მოუწოდებს ჟურნალისტებს აიცრან


  • მედიისთვის გამართულ თემატურ ვებინარზე, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს ღიად მოუწოდა უნდა იყვნენ ორჯერადად აცრილი და ამით მაგალითი მისცენ მოსახლეობას, რომ ისინიც აიცრან.

„აიცრან ჟურნალისტები, გამოცემების სარედაქციო კოლეგიები ეს იქნება დიდი მაგალითი მოსახლეობისთვის. ასევე მოვუწოდებ უმაღლესი სასწავლებლების, სკოლების, საბავშვო ბაღების პედაგოგებს, სექტემბერს ორჯერ აცრილები შეხვდნენ… ასევე, აიცრან რესტორნების თანამშრომლები. უნდა დაიწყოს დიდი მოძრაობა ქვეყანაში, რომ უსაფრთხო გარემო შეიქმნას, რაც ქვეყნის ეკონომიკის თავისუფლებისა და განვითარებისთვის აუცილებელია”.

გამყრელიძე მოუწოდებს სემინარებზე, კონფერენციებზე არ დაუშვან ორჯერ აუცრელი მონაწილეები. „ეს არ გახლავთ ქართული ველოსიპედი, ეს არის მსოფლიოში მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ მივესალმებით სემინარებს, ტრენინგებს, კონფერენციებს, მაგრამ მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რომ მისი მონაწილეები ორჯერ იყვნენ აცრილი“.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!