- თითოეულ აცრილ ადამიანს მიეცემა ორენოვანი დამადასტურებელი ცნობა, რომელსაც სამედიცინო დაწესებულება ხელს მოაწერს და ბეჭედს დაარტყამს,–ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამცრელი ბრიგადები დაკომპლექტებული იქნება სამი ადამიანისგან.
“ამცრელი ბრიგადები დაკომპლექტებული იქნება სამი ადამიანისგან – ამცრელი, ექიმი, ვინც სპეციალური კითხვარით ეკითხება ასაცრელ პიროვნებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და რეგისტრატორი, ვისაც იმუნიზაციის ელექტრონულ სისტემაში შეჰყავს მონაცემები”,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.