ამირან გამყრელიძე-ზუგდიდში ორი ამცრელი კაბინეტი იქნება


  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ვაქცინაციისთვის მზად არის ქვეყანაში 82 ამცრელი ცენტრი.

“15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყება 29 ცენტრში-თბილისსა და ყველა რეგიონულ ცენტრში გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, რომლებსაც დიდი გამოცდიელება აქვთ იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობის. თბილისში იქნება 10, ქუთაისსა და ბათუმში 4-4, რუსთავსა და ზუგდიდში 2-2, დანარჩენ რეგიონულ ცენტრებში კი თითო ასეთი ცენტრი იქნება. 17 მარტს ამას დაემატება კიდევ 35-მდე დაწესებულება, 19 მარტს კი კიდევ 23 დაწესებულება. ერთი კვირის განმავლობაში, ვაქცინაციის პროცესი გაიშლება მთლიანად ქვეყნის ყველა მუნიციპალურ ცენტრში. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იქნება მაქსიმალური, რათა დღეს შემოსული დოზები მოკლე ვადებში ავითვისოთ. იცით, რომ ვაქცინაცია კეთდება ორჯერადად, მეორე აცრა კეთდება 8-12 კვირის ვადაში და ამისთვის აპრილის მეორე ნახევარში AstraZeneca-ს დამატებითი პარტია შემოვა. ჩვენ მაქსიმალურად გვინდა მოვიცვათ სამედიცინო პერსონალი, შემდგომი პრიორიტეტული ჯგუფი იქნება, მოხუცთა სახლებში მყოფი ხანდაზმულები და მათი მომვლელი პერსონალი. შემდეგ, გადავალთ მესამე პრირიტეტულ ჯგუფზე, ეს გახლავთ 75 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა და ასე მივყვებით გეგმას.” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!