ზუგდიდელები ჯვარზე არ გაივლიან


ამიერიდან, ზუგდიდელები სახელმწიფო ატრიბუტიკაზე – დროშაზე და არც ჯვარზე არ გაივლიან. დღეს, ზუგდიდის ქალაქის საკრებულომ მორიგ სხდომაზე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქალაქის ცენტრში არსებული შადრევანის დიზაინი შეიცვლება. გამოიყო თანხების სამუშაოების ჩასატარებლად. როგორც საკრებულოს წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ კახა ფარცვანიამ,  განაცხადა, ამ გადაწყვეტილებას საკრებულო ზუგდიდის საზოგადოებისა და სამღვდელოების მოთხოვნით იღებს. სხდომამ, შესაბამისად, ცვლილება შეიტანა ბიუჯეტში და შადრევნის დიზაინის შესაცვლელად 20 ათასი ლარი პირველადი თანხა გამოყო. შადრევნის დიზაინის თემამ, საკრებულოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დეპუტატები ,,ნაციონალური მოძრაობიდან” ანა წითლიძე და ბათლომე შელია თვლიან, რომ ზუგდიდის ინფრასტრუქტურაში უფრო მნისვნელოვანი საქმეებია მოსაგვარებელი ვიდრე შადრევანის დიზაინის შეცვლა. ისინი, ამ სამუშაოების ჩასატარებელად ბიუჯეტიდან 20 000 ლარის პროექტის გარეშე გამოყოფსაც ეჭვქვეშ აყენებენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!