ამერიკის დღეები ზუგდიდში დასრულდა


დღეს, 28 აპრილს, შოთა ადამაშვილის კონცერტით და მხატვრული ფილმების  ჩვენებით დასრულდა ამერიკის დღეები, რომელიც საქართველოში და მათ შორის ზუგდიდში 24 აპრილს გაიხსნა და მიეძღვნა ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს. 

ამერიკის დღეების ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ჩატარდა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნანა შუბლაძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც, შემდგომი იუბილისა და დიპლომატიური ურთიერთობის აღსანიშნავად უცილებლად ჩამოვლენ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!