ვალმოხდილ ადამიანთა სახელს დავიწყება არ უწერია, რადგანაც მათ მიერ ნაკეთები კეთილი საქმეები შთამომავლობას უცილობლად გადაეცემა. სწორედ ასეთი ადამიანების რიგს ეკუთვნის ბატონი ალიოშა ალანია. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, უმაღლესი პედაგოგიური განათლების მიღებისთანავე ჩაება იგი საზოგადოებრივი ცხოვრების ორომტრიალში. პედაგოგიური ნათლობა მშობლიურ სოფელში განიცადა. მისმა საქმეებმა მალევე იჩინა თავი და იგი სკოლის თავკაცად ერთხმად იქნა არჩეული, რასაც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ემსახურებოდა. მისი მოღვაწეობის კვალი დღემდე ამშვენებს საზარანდიოს უბანს, სწორედ მისი თავდაუზოგავი მონდომებითა და ზრუნვით მიღწეულ იქნა სკოლის ახალი შენობის დაწყება, რომელსაც, დამთავრებამდე საკუთარი სახლივით ევლებოდა თავს. მისივე ინიციატივით მოგვარდა სკოლის წყალგაყვანილობის საქმეც. ჯიხაშკარის #2 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და მასთან ერთად მთელი სოფელიც არასდროს დაივიწყებს მის ამაგს და პატივს მიაგებს, როგორც ღირსეულ და ვალმოხდილ ადამიანს.
,,სულთა-თანა აღსრულებულთა მართალთასა,სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთათა განუსვენე მაცხოვარ და ღირს ყვენ სანატრელასა მას ცხოვრებასა კაცთმოყვარე,განსასვენებელსა შენსა მაცხოვარ სადა ყოველნი წმინდანი შენნი მკვიდრ არიან,განუსვენე სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთათა,რამეთუ შენ მხოლო ხარ კაცთმოყვარე.დიდება მამასა და ძესა და ჭმინდასა სულსა.შენ ხარ ღმერთი რომელი შთახედ ჯოჯოხეთად და დახსენ სალმობანი შესვენებულთანი,აწცა განუსვენე ქრისტე ღმერთო სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთათა.აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.ამინ”