აკვაპარკ „ანაკლიაში“ საზაფხულო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე აკვაპარკ „ანაკლიაში“ საზაფხულო სეზონი ოფიციალურად  გაიხსნა.

გახსნის ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა დაესწრო.

როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, აკვაპარკ ,,ანაკლიაში“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული და ანაკლია-განმუხური მზადყოფნაშია ვიზიტორების მისაღებად.

პანდემიიდან გამომდინარე, აკვაპარკში ერთდროულად 400 -ზე მეტი ადამიანი არ დაიშვება და დილის 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე იმუშავებს. (გარდა წვიმიანი ამინდისა)

აკვაპარკში შესვლის ღირებულება:  3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – უფასოა. 3-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – 5 ლარი. 9 წლიდან – 15 ლარი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!