ძვირფასო აკაკი, ჩემო განუყრელო მეგობარო და კოლეგავ. გულის ძარღვი ჩამწყვიტა შენმა გარდაცვალებამ. წლობით ერთად ვეზიდებოდით სარედაქციო ჭაპანს. შენ მასწავლიდი, რომ ჟურნალისტური კრიტიკა, ნაკლის გამოსწორებას უნდა ემსახურებოდეს და არა პიროვნების კილვას და დათრგუნვას. იმ იდეოლოგიური წნეხის ქვეშ, ძნელად, მაგრამ მაინც ვახერხებდით მოვლენების ობიექტურ, კონსტრუქციულ შეფასებას.
მახსოვს, ერთმა თბილისელმა სტუმარმა და კოლეგამ, „კეთილშობილების ქვევრს“ შეგადარა. ალბათ, მხედველობაში ჰქონდა, ადამიანური კეთილბუნებოვნების, შენეული ტაქტის ტარების საოცარი უნარი, და ის, რომ თალხი სამოსის ქვეშ, მწუხარე მამის მხურვალე გული ფეთქავდა და მზად იყო ეს სითბო უშურველად გაეღო თანაქალაქელებისათვის.
ღმერთო დიდებულო, მშვიდობით სუფევა განუწესე მარადიულ ნათელში აკაკი ჭანტურიას.
ზურაბ ცხონდია