- აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანი კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით გარკვეული კატეგორიის 16-18 წლის ახალგაზრდების აცრას იწყებს.
ვაქცინაციას ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალ იმ პირებს შესთავაზებენ, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ ან საზღვარგარეთ სწავლობენ.
16-18 წლის თინეიჯერების ასაცრელად საჭირო იქნება ორივე მშობლის წერილობითი თანხმობა, სადაც ასევე მითითებული უნდა იყოს ვაქცინაციის მიზეზი.