აზა წურწუმია და სილამაზის სალონი “პრესტიჟი“


  • სილამაზის სალონი „პრესტიჟი”, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ნებისმიერი ასაკის ქალბატონისთვის მაშველი რგოლივითაა, – ყველა ქალი ლამაზია, მაგრამ ამ სალონში ვიზიტის შემდეგ, უფრო ლამაზდებიან. ჩვენი სტუმარია სალონის „პრესტიჟი“ მენეჯერი აზა წურწუმია.

-მე გახლავართ აზა წურწუმია, პროფესიით ექიმი. 30 წელიწადი ვსწავლობდი და ვმოღვაწეობდი სანქტ-პეტერბურგში. 2018 წლიდან დავბრუნდი სამშობლოში. სალონი „პრესტიჟი“ ჩვენი ოჯახის ერთი პატარა და ლამაზი ისტორიაა: – ჩემი დედამთილის, ეზარა ანთიას იდეა იყო მისი გახსნა ზუგდიდელი ქალბატონებისათვის. სახელი „პრესტიჟი” სწორედ მან შეარჩია და სათავეში ჩაუდგა სალონის ამუშავებას. უკვე 26 წელიწადია სალონი ემსახურება მომხმარებლებს. ჩვენ ვცდილობდით ტექნიკური მხარე და მომსახურეობის დონის ასამაღლებლად, იმ რთულ პერიოდში, დაგვენერგა ყველაფერი ის, რაც განაპირობებდა უსაფრთხოებას, ჰიგიენის მაღალ დონეზე დაცვას. მოგეხსენებათ, ქალბატონები, დაკავებულები არიან არა მარტო ოჯახის მოვლით, არამედ აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა სფეროში. საზოგადოებაში ყოფნა კი, მოითხოვს ესტეთიკურად ყოველთვის ფორმაში ყოფნას. ჩვენთან არის ყველა საშუალებას იმისათვის, რომ მოიწესრიგოთ ვარცხნილობა თმის მოვლის ყველა თანამედროვე პროცედურით. მათ შორის: თმის ცვენის, ალოპეციების მკურნალობა. მეზოთერაპია, კერატინით თმის გასწორება. დამტენიანებელი, სამკურნალო პროცედურა,-თმის ბოტოქსი. ხდება ფრჩხილების მოწესრიგება. გვაქვს პედიკურის კომფორტული კაბინეტი – როგორც ქალბატონების, ასევე მამაკაცების პედიკურისთვის. „პრესტიჟი“ ქალბატონებს უფასოდ სთავაზობს კონსულტაციებს კანის მოვლის პროცედურებზე.

-ქალბატონო აზა, ყოველდღიურად, დაახლოებით, რამდენ მომხმარებელს ემსახურებით?

-საშუალოდ, დღეში ვემსახურებით 30-40 კლიენტს. ვემსახურებით არამარტო ადგილობრივებს, არამედ ქალაქში ჩამოსულ სტუმრებსაც. სხვადასხვა ღონისძიებების, თუ საქმიანი შეხვედრების დროს ხშირად გვსტუმრობენ ჟურნალისტები, მსახიობები. ქალბატონი სანდრა რულოვსიც გვყოლია სტუმრად.

-რომელ ფერს ანიჭებენ მომხმარებლები უპირატესობას?

-ძირითადად, ნატურალური ფერებია მოთხოვნადი.

-თქვენი სალონი მისი სახელივით პრესტიჟულია. როგორი ურთიერთობები გაქვთ კოლეგებთან?

-ირგვლივ ბევრი სილამაზის სალონია, ყველასთან ვმეგობრობთ და ვთანამშრომლობთ სემინარების ჩატარებისა და სიახლეების დანერგვის და დამუშავების პროცესში. ჩვენი სტილისტები ერთად მოგზაურობენ ქვეყნის შიგნით თუ საზღვარგარეთ დისტრიბუციის მიერ მოწყობილ კვალიფიკაციის ასამაღლებელ მასტერკლასებზე დასაწრებად.

-ეს თქვენი ოჯახური ბიზნესია. ვინ არის თქვენი მხარდამჭერი?

-მხარს მიჭერს ჩემი მეუღლე თორნიკე შამათავა, – ისტორიკოსი, შუა საუკუნეების ისტორიის დოქტორი, რომელიც პერიოდულად, ფინანსურად მეხმარება სალონის გალამაზებაში, რაც ჩვენი ბიზნესის წარმატებულად მართვის პირობაა. გვყავს ერთი ქალიშვილი თინათინ შამათავა, პროფესიით ექიმი, ფსიქოანალიტიკოსი.

-ჩვენი ტრადიციული შეკითხვა: – რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

-ზუგდიდელებს, საქართველოს, მთელ სამყაროს ვუსურვებ ჰარმონიას და მშვიდობას!

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!