ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებში და მის მიმდებარედ, უფასო ინტერნეტიზაციას იწყებს. უფასო (WI-FI) უკვე დამონტაჟდა რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ეტაპობრივად კი ყველა სოფლის ცენტრსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს.
პროექტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაკვეთით შ.პ.ს “ორდუნეტი“ ახორციელებს. სამონტაჟო სამუშაოების ვადა 2017 წლის ბოლომდეა განსაზღვრული.