ადგილობრივი ხელისუფლება ომის ვეტერანებს შეხვდა


9 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივ ხელისუფლება, დიდი სამამულო ომის ვეტერანებს: 96 წლის კარლო ლაგვილავას და 92 წლის ივანე მოროხიას შეხვდა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. 

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას ინფორმაციით, ომის მონაწილე 10 ვეტერანს, მუნიციპალიტეტის მერიისგან საჩუქრად,  500-500 ლარი გადაეცემათ, ხოლო ზურგის 23 მუშაკებს  200-200 ლარი. მოგვიანებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან ერთად, პატივი მიაგეს ომში დაღუპულების ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=KszbRkfEL0Y[/embedyt]

ანაკლიელი, 96 წლის კარლო ლაგვილავამ გაიხსენა ომში გატარებული წლები და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 18 წლის იყო, როცა ომში გაიწვიეს, 27 წლის იყო, როცა დაბრუნდა.“დღევანდელი დღისთვის ვიბრძოდით ჩვენ, გავიმარჯვეთ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოდით, ვიყავით ერთმანეთის მიმართ უღალატონი.”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=uwXyp7ikbHA[/embedyt]

აფხაზეთიდან დევნილმა, 92 წლის ივანე მოროხიამ აღნიშნა, რომ ის იბრძოდა 394 დივიზიაში და ფრონტის წინა ხაზზე იყო.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=11K73aa5pCM[/embedyt]

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 73 წელი გავიდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!