ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება


  •  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

“დღეს მომხდარი მოვლენები პოლიტიკური პროცესების და სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის კრიზისში შეყვანის უმძიმესი გამოცდილებაა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ დღეს სრულად თქვა უარი არსებული პოლიტიკური კრიზისის პოლიტიკური გზებით განმუხტვის სტრატეგიაზე და ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ის იყენებს რეპრესიული აპარატი და მექანიზმებია. სამწუხაროდ, არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო აქტორების არაერთი მოწოდება, ხელისუფლებას მიეღო ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისთვის და დიალოგისთვის, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა არ გაიზიარა.დღეს დილით ნიკა მელიას შტურმითა და მასშტაბური სპეციალური ოპერაციით დაკავების მანერა და ფორმები, მათ შორის, ცრემლსადენი ან წიწაკის გაზის დახურულ სივრცეში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენება და ზოგიერთი აქტივისტის თვითნებური დაკავება, არაერთ სამართლებრივ კრიტიკას აჩენს. კითხვები ჩნდება პარტიის ოფისიდან კომპიუტერული სერვერის ამოღების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. მთლიანობაში ამ საქმის საერთო პოლიტიკური, მათ შორის, გეოპოლიტიკური კონტექსტი, უმძიმეს კითხვებს წარმოშობს ხელისუფლების პოლიტიკური მიზნებისა და მისწრაფებების შესახებ. ცხადია, ამ პირობებში ჩნდება შიშიც, რომ ხელისუფლება რეპრესიული პრაქტიკის ნორმალიზებას მოახდენს და დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში კიდევ უფრო დამძიმდება. ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ფონზე პოლიტიკური პროცესების ამ მიმართულებით წარმართვა დემოკრატიული წუხილების მიღმა, სოციალურ წუხილებსაც წარმოშობს და უიმედობის საერთო ფონს აღრმავებს. მოვუწოდებთ: ხელისუფლებას შეწყვიტოს ძალის გამოყენების სტრატეგია და მიიღოს ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისთვის და მშვიდობისთვის, პოლიტიკურ ოპოზიციას გადადგან დეესკალაციისკენ მიმართული პოლიტიკური ნაბიჯები, მოგვიანებით, EMC ოპერაციის ჩატარების ცალკეულ სამართლებრივ პროცესებს დამოუკიდებლად შეაფასებს”.-ნათქვამია განცხადებაში.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!