2008 წლის აგვისტოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით, ხვალ, 8 აგვისტოს, ზუგდიდში, ქალაქის მერია დილის 11:00 საათზე აგვისტოს ომში დაღუპული ბადრი ბერანძის და დავით ჯიქიას საფლავებს გვრირგვინებით შეამკობს. საღამოს 20:00 საათზე ცენტრალურ პარკში გაიმართება აქცია – „ხსოვნის სანთლები“.
გამოიფინება ფოტოჟურნალისტ ლევან გაბეჩავას ნამუშევრები, ასევე უჩვენებენ აგვისტოს ომისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმს.