- დღეს, ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე, ევროპის დღეების ფარგლებში, „აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქცია გაიმართა.
დღევანდელი აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ: ეკა გიგაური, ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი და ბექა ყორშია.
აქცია ზუგდიდელი დიჯეების პერფორმანსით დასრულდა.