- ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ისევ გაიმართა “აგენტების” კანონის საწინააღმდეგო აქცია.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ხვალ თბილისში დიდ მანიფესტაციას უერთდებიან და მანამდე საკუთარ პროტესტს, სიმბოლურად, გუბერნიასთან გამოხატავენ.
ინფორმაციისთვის: პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 23 დეპუტატი.