- 29 აპრილს იაპონიის პრემიერმინისტრმა, შინძო აბემ, განაცხადა, რომ მომავალ წელს, პანდემიის შეკავებამდე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამართვა შეუძლებელი იქნება.
“ჩვენ ვამბობთ, რომ ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები სრული ფორმით უნდა ჩატარდეს, სადაც სპორტსმენებსა და მაყურებლებს, ყველას უსაფრთხოდ მონაწილეობა შეეძლებათ. ასეთი სრული ფორმით თამაშების ჩატარება შეუძლებელი იქნება მანამ, სანამ კორონავირუსის პანდემია შეკავებული არ იქნება,” – განაცხადა შინძო აბემ.
28 აპრილს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა იოშირო მორიმ თქვა, რომ თუ გადადებული ოლიმპიადა 2021 წელს ვერ ჩატარდება, ის გაუქმდება.