ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საზოგადოების წინაშე წარსდგა 13 ააიპ-ის ხელმძღვანელი. მათ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს.
გამომსვლელებმა ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე, აქტივობებზე და ღონისძიებებზე. ასევე ისაუბრეს 2017 წლის გეგმებზე. აიპიების მუშაობა საკრებულომ, ძირითადად, დადებითად შეაფასა. ხვალ, 14:00 სთ-ზე საკრებულო მოისმენს ზუგდიდის მერის 2016 წლის ანგარიშს.