თეატრალური კვირეულის ფარგლებში, დღეს, სასახლის საკონცერტო დარბაზში, დრამატული სტუდიის აღსაზრდელებმა შეასრულეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი “ჰელადოსი”. ერთ საათიანმა სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
დრამატული სტუდიის ხელმძღვანელმა ნონა ტოტოჩავამ მაყურებელს და სასახლის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. “კმაყოფილი ვარ, ნორჩი მსახიობების შესრულებით, მათ კარგად მიიტანეს თავიანთი სათქმელი მაყურებლამდე და გულწრფელად შეასრულეს თავიანთი როლები”.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დღეების ფარგლებში, მიმდინარეობს თეატრალური კვირეული “თეატრი და ბავშვები”. გუშინ, ნაჩვენები იქნა დრამატული სტუდიის სპექტაკლი „ბოშები“ და ჩხორიის საჯარო სკოლის დრამატული წრის სპექტაკლი „ხევისბერი გოჩას გასამართლება“.